მენიუ
banner banner

ინტერვიუ ლექტორთან: "ვინ არის Product Owner?"

ინტერვიუ ლექტორთან: "ვინ არის Product Owner?"

„ცვლილებები და მათი მიმღებლობა, შეიძლება, ამ პროფესიის რუტინადაც აღვიქვათ და ვფიქრობ ყველაზე საინტერესო, თუმცა გამოწვევებით სავსე პროცესი სწორედ ეს არის, როდესაც გვიწევს ჩვენს კომფორტის ზონაში ყოფნაზე უარის თქმა და დროის შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება.“

ამ ბლოგში თათია ჟღენტი გაგვაცნობს Product Owner-ის როლისა და ფუნქციების შესახებ, როგორ იყენებს ის Scrum framework-ს ღირებული პროდუქტის შესაქმნელად და მოგვიყვება, თუ რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რა ხდის ამ პროფესიას განსაკუთრებულს და როგორ შეუძლია Product Owner-ს თვითგანვითარებაზე იზრუნოს. 

მოკლედ აღწერეთ, თუ ვინ არის Product Owner და რა ძირითადი მისია აკისრია ამ როლს ორგანიზაციაში?

Product Owner Agile-ის ერთი-ერთი მეთოდოლოგიის, Scrum-ის საკვანძო როლია. PO წარმოადგენს Stakeholder-ისა და მომხმარებლის ინტერესებს გუნდთან. PO გუნდთან ინტერაქციით უზრუნველყოფს სწორი პროდუქტის შექმნას და პასუხისმგებელია გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს მაქსიმალური ღირებულების მომტანი მომხმარებლისა და ორგანიზაციისთვის. 

რა გამოარჩევს Product Owner-ის როლს სხვა პროფესიებში არსებული როლებისგან?

როლის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამუშაო პროცესი ძალიან დინამიური, საინტერესო და გამოწვევებით სავსეა. ჩემთვის ამ პოზიციას სწორედ ეს ღირებულება აქვს. 

რა არის Product Owner-ის როლში ყველაზე განსაკუთრებული და მაცდური?

PO-ს  როლის ხიბლი არის შესაძლებლობა, გააერთიანო საკუთარ ქმედებასა და გადაწყვეტილებაში მომხმარებელზე ზრუნვა, რასაც საფუძვლად უდევს საჭიროებების სიღრმისეული ცოდნა, ბიზნესის საჭიროებების აღქმა, მიიღო გამოწვევად სხვადასხვა Stakeholder-ს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა და გარდაქმნა ახალ შესაძლებლობად. შედეგად კი მიიღო წარმატებული პროდუქტი.

რამდენად მოთხოვნადია Product Owner  ლოკალური და გლობალური ორგანიზაციებისთვის?

ტექნოლოგიები ყოველდღიურად ინტეგრირდება ორგანიზაციებში, მათ შორის ტრადიციულ ბიზნესებშიც. ციფრული პროდუქტები ჩვენი და ნებისმიერი ორგანიზაციის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება ყველა სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ციფრული პროდუქტების 

განვითარების ყველაზე პოპულარული მეთოდოლოგია Scrum-ია. შესაბამისად, მოთხოვნა მზარდია ყველგან. მხოლოდ LinkedIn სტატისტიკას თუ შევხედავთ, გერმანიაში 1500 ღია პოზიციაა, ევროკავშირში -  5000, აშშ-ში 2000.  საქართველოშიც მოთხოვნის ტენდენცია მზარდია, ვინაიდან, ორგანიზაციებმა ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესი Scrum-ით დაიწყეს.

რა პოზიტიური ფაქტორები აქვს Product Owner-ის პოზიციას დასაქმების მხრივ?

იქიდან გამომდინარე, რომ იზრდება ტექნოლოგიების გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, მზარდია მათი შექმნის თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევებიც, ანუ Scrum-ით ციფრული პროდუქტის მენეჯმენტი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა Product Owner-ის როლზე, რომელიც მომავლის ერთ-ერთი პროფესიაა და შესაძლებლობას იძლევა ტექნოლოგიურ კომპანიებში ან ნებისმიერ იმ ორგანიზაციაში, სადაც ციფრული პროდუქტი მნიშვნელოვანი დოზით არის წარმოდგენილი, PO მარტივად განვითარდეს ორგანიზაციის Top მენეჯერად. თავად Product Owner-ად მუშაობა კი საკმაოდ საინტერესოა, გიწევს ქროსფუნქციურ გუნდთან ერთად პროდუქტზე ორიენტირებულობა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი და ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Agile ფილოსოფიის  დროს,  PO საკმაოდ ავტონომიურია.   რაც მთავარია, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია და დასაქმების მხრივაც, მარტივია სწრაფად ვიპოვოთ სასურველი სამსახური მოთხოვნიდან გამომდინარე. თანაც, შესაძლებელია  სახლიდან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყოს პროდუქტზე ორიენტირებული ადამიანი და ესეც მნიშვნელოვანი ინდიკარორია. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია სრულად დისტანციურად მუშაობაც.

რაში ეხმარება Agile მეთოდოლოგიის Scrum ფრეიმვორკი PO-ს?

Agile მიდგომის ქოლგის ქვეშ მრავალი მეთოდოლოგია თუ Framework-ია გაერთიანებული, მათ შორის ერთ-ერთია სქრამი. სქრამის ღირებულებები, პრინციპები და მათზე დაფუძნებული სამუშაო პროცესი ეხმარება Product Owner-სა და გუნდს მომხმარებლისთვის ღირებული პროდუქტის შექმნაში.

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი  Soft Skill-ები (ე.წ. რბილი უნარები), რომელთა ქონაც Product Owner-ს წარმატებას მოუტანს?

ინტერპერსონალური უნარები მნიშნელოვანია PO-სთვის  იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, სწორედ Soft Skill-ები განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს წარმატებულ მაჩვენებელს, როგორებიცაა, მაგალითად:  მომხმარებელზე ორიენტაცია, სტრატეგიული ხედვა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, პრიორიტეტიზაცია, კოლაბორაცია და ცვლილებებთან მარტივად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ ჩამოთვალოთ, რა არის ის ძირითადი ტექნიკური უნარები, რომლებიც Product Owner-ს წარმატებაში დაეხმარება?

ტექნიკური ცოდნა მნიშვნელოვანია PO-წარმატებისთვის, რაც პირდაპირ ციფრული პროდუქტის წარმატებაზე აისახება. მნიშვნელოვანია კარგად ესმოდეს ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესის ცოდნა (Software Development Cycle); ბიზნეს პროცესის ანალიზის ცოდნა, თუნდაც საბაზისო დონეზე;  მონაცემთა მოპოვების, ანალიზისა და ინტერპრეტირების შესაძლებლობა და გუნდის შესაძლებლობებისა და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინება ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე.

როგორ შეუძლია Product Owner-ს, თვითგანვითარებაზე იზრუნოს?

ტექნოლოგიები  ყოველდღიურად იქმნება და ვითარდება, შესაბამისად, ამ ტემპს არც PO უნდა ჩამორჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ღირებული ან თუნდაც ინოვაციური ციფრული პროდუქტის შექმნა. გარდა ონლაინ თუ ოფლაინ არსებული წყაროების გაცნობისა და სხვადასხვა ტექნიკების დასწავლისა, მნიშვნელოვანია იზრუნო Soft Skills განვითარებაზე, რომელიც, ასევე, ისწავლება დროთა განმავლობაში. 

რა ემოცია გეუფლებათ Product Owner-ზე? 

საინტერესო, გამოწვევებით სავსე, რიგ შემთხვევაში სტრესული (რომელიც გვავითარებს და ნეგატიური არ არის),  საოცრად მრავალფეროვანი. ჩემს გამოცდილებაში, ეს არის როლი, სადაც რუტინული სამუშაოს შეგრძნება არასოდეს მქონია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო ინოვაციური. 

თქვენი აზრით, როგორი ტიპის ადამიანს შეუძლია ყველაზე მეტად Product Owner-ის როლში საკუთარი თავის პოვნა?

წარმატებული PO როლისთვის მნიშვნელოვანია ცვლილებებისადმი მიმღებლობა, თვით-რეფლექსია და შედეგად, გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამ სურვილებისა და უნარების შედეგად, სხვა ყველაფერი დასწავლადია.

რა უნდა იცოდეს დამატებით ამ პროფესიის შესწავლით დაინტერესებულმა ადამიანებმა? 

მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციით დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს იმის აღქმა,  რომ საკმაოდ მაღალია არაპროგნოზირებადობის წილი,  Vuca სამყაროში ვართ და სხვაგვარად წარმოუდგენელია. შესაბამისად,  ცვლილებები და მათი მიმღებლობა, შეიძლება, ამ პროფესიის რუტინადაც აღვიქვათ და ვფიქრობ ყველაზე საინტერესო, თუმცა გამოწვევებით სავსე პროცესი სწორედ ეს არის, როდესაც გვიწევს ჩვენი კომფორტის ზონაში ყოფნაზე უარის თქმა და დროის შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება.

ორიოდე სიტყვა PSPO I დონის გამოცდის შესახებ

PSPO I სერტიფიკატი კარგი არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამწყები საფეხურის სერტიფიკატის მოპოვება უნდათ. დოკუმენტი ამოწმებს მათ ცოდნას Scrum framework-ის შესახებ და მისი მოპოვებით, კანდიდატები აჩვენებენ, რომ შეუძლიათ Scrum-ის გამოყენება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად და  ხიდის გადება სტრატეგიასა და Agile პროდუქტის მენეჯმენტს შორის.

კურსზე რეგისტრაცია

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია